სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში „თანასწორობის კვირეული 2024’’ ჩატარდა

18 მარტი, 2024

SEU-ს იურიდიული კლუბის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია კანონის უზენაესობის ცენტრთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის საელჩოს პროექტის - ,,ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია’’ (LEAD) მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში „თანასწორობის კვირეული 2024’’ ჩატარდა.

თანასწორობის კვირეულის მიმდინარეობისას განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა:

  • თანასწორობის უფლების კონსტიტუციური მნიშვნელობა;
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში;
  • ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი თანასწორობის მიმართ არსებული გამოწვევები;
  • პოზიტიური დისკრიმინაციის გამოწვევები საქართველოში;
  • ძალადობის ფორმები და მათი სამართლებრივი ასპექტები.

პროექტში მონაწილეობდნენ 8-12 კლასის სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები.

Message body empty