სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ბანკის სტიპენდია SEU-ს სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის

13 მარტი, 2024

SEU-ს სტუდენტებს და იმ აბიტურიენტებს, რომლებიც SEU - ში ჩაირიცხებიან შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი ან ნაწილობრივი  დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • აპლიკანტი უნდა სწავლობდეს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი,  ბიზნესის ადმინისტრირება; ფინანსები; ტურიზმი; სამართალი.
  • აპლიკანტს  (მე-2, მე-3, მე-4 კურსის შემთხვევაში) უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA 3.0-4.0), ხოლო პირველკურსელებს  ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულები.  ეროვნული გამოცდების შესაბამისი ქულების დამატებითი დეტალები გამოვლინდება სექტემბერში.
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.

აპლიკაციების მიღება დაიწყება 21 ოქტომბრიდან. (სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 21 ოქტომბრიდან).

Message body empty