სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU Surge Summit-ის, ყველაზე მასშტაბური რეგიონული (EECCA) Startup ღონისძიების, პარტნიორი გახდა

05 სექტემბერი

SEU Surge Summit-ის, ყველაზე მასშტაბური რეგიონული (EECCA) Startup ღონისძიების, პარტნიორი გახდა.

Surge Summit არის მთავარი ღონისძიება Startup-ების განვითარების ხელშეწყობისთვის აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალური აზიასა და კავკასიის რეგიონში. სამიტის მიზანია დააკავშიროს და გააღრმაოს ურთიერთობები მომავალ მეწარმეებსა და ინვესტორებს შორის.

პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს სტუდენტებს აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობა:

  • 50% - იანი ფასდაკლებით შეიძინონ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები.
  • სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი startup, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ 50% -იანი ფასდაკლებით, მიიღონ მონაწილეობა სამიტში და „Startup Row“-ზე წარადგინონ საკუთარი Startup, შეხვდნენ ტოპ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩაერთონ პანელურ დისკუსიებსა თუ ვორქშოპებში და მოიგონ 20,000 € ფიჩინგის კონკურსის ფარგლებში.

სამიტზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება და სიტყვით გამოვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ინსტიტუციური განვითარების მრჩეველი, ლუკა კავთელიშვილი, რომელიც ისაუბრებს შემდეგ თემებზე:

უნივერსიტეტების როლი სტარტაპების ეკოსისტემაში;
სხვადასხვა საერთაშორისო მოდელი;
ულტრათანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია SEU-ში;
ინოვაციური ტექნოლოგიების როლი უნივერსიტეტში;
ტექ და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება უნივერსიტეტში.

სამიტი გაიმართება: 5-7 სექტემბერს. 

დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს : https://shorturl.at/bkLPV

ფასდაკლების მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი პრომოკოდები:

  • სტუდენტებისთვის: SURGE50FBLB
  • სტარტაპერი სტუდენტებისთვის: FLASH60SS






 

Message body empty