სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა ევროპის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტთან

30 აპრილი
16:00

გაცნობებთ, რომ ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, პირველად საქართველოში, შეხვდნენ ევროპის სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტს, რომლებიც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ორგანიზაციის საქმიანობის, პოლიტიკის ფორმირების, ევროპის მასშტაბით მისი ლობირებისა და სტუდენტთა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში ჩართულობის შესახებ.

ევროპის სტუდენტური გაერთიანება, არის ევროპის მასშტაბით მოქმედი ყველაზე დიდი სტუდენტური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 45 ეროვნულ სტუდენტურ გაერთიანებს ევროპის 40 ქვეყნიდან. საქართველო, ორგანიზაციის სრული წევრი 2019 წელს გახდა. მისი სათაო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს.

საჯარო ლექციის დასასრულს, საშუალება გექნებათ, კითხვები დაუსვათ მომხსენებლებს და მოისმინოთ ინფორმაცია ევროპის მასშტაბით მიმდინარე უახლეს მოვლენებზე.

საჯარო ლექცია გაიმართება 30 აპრილს, 16:00 საათზე ბრიტანული უნივერსიტეტის კამპუსში, ვეფხისტყაოსნის ქ. 92.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს, ადგილები შეზღუდულია.

დარეგისტრირდი

Message body empty