სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბადმინტონის ჩემპიონატი SEU-ში

23 მარტი
17:00

23-25 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში SEU-ს სპორტის კულტურისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ბადმინტონში.

ჩემპიონატი ჩატარდება გუნდებს შორის,  შერეული პრინციპით (ერთი გოგო, ერთი ბიჭი). ბადმინტონის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ გუნდი, რომელი უნდა შედგებოდეს ორი ადამიანისგან (ერთი გოგო, ერთი ბიჭი).

პირველ ადგილზე გასული გუნდი უნივერსიადაზე წარსდგება SEU - ს სახელით, ხოლო პირველ  მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემა სერტიფიკატი და სიმბოლური პრიზი.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ  რეგისტრაცია  მიმდინარე წლის  21 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის facebook გვერდზე - https://bit.ly/3JoemWy 

ჩემპიონატი გაიმართება SEU-ში 23-25 მარტს, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე.

დარეგისტრირდი

Message body empty