სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე:  ,,ციფრული მედია და მანიპულაციები"

03 თებერვალი
წინანდლის ქუჩა N9, 300 არაგველის მეტროსთან. 15:00

3 თებერვალს, SEU-ში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ,,ციფრული მედია და მანიპულაციები".

ტრენინგის მიზანია, ჟურნალისტებმა კარგად გაიაზრონ  და გაითავისონ ციფრული მედიაარხების ის პუბლიცისტური, თუ მანიპულაციური ხერხები, რომლებითაც კონკრეტული ავტორები ცდილობენ სასურველი საზოგადოებრივი აზრის შექმნას. ასევე, შეძლონ აუდიტორიაზე ზემოქმედებისა და მანიპულირების ხერხებისა და მეთოდების გამოვლენა, შეფასება და კლასიფიცირება.

სპიკერი: SEU-ს მოწვეული ლექტორი დიანა ლიპარტელიანი,  სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მასობრივ კომუნიკაციებში, ონლაინ გამოცემა „მხარეს“ მთავარი რედაქტორი, პოლიტიკური გადაცემა „პოსტ-ანალიტიკა“-ს პროდიუსერი.

ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: ახალი და ტრადიციული მედია, მსგავსებები და განსხვავებები, მანიპულატორული მეთოდების გამოყენების ხერხები, სოციალური ქსელები და მანიპულაციები.  ციფრული მედიის ახალი გამოწვევა - ყალბი ახალი ამბავი, ფოტო-ვიდეო მანიპულაციები, ინფოგრაფიკები, ანიმაციები, როგორც მანიპულაციის ეფექტური საშუალება.

დრო: 15:00 საათი

ლექცია განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფიქრობენ ჟურნალისტიკის პროგრამაზე ჩაბარებას.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, ბიბლიოთეკების შეხვედრების ოთახი.

სარეგისტრაციო ბმული

Message body empty