SEU-ს საერთაშორისო სტუდენტური კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, გაიმართება "English Conversation Club"-შეხვედრა, სადაც SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ მოსმენისა და საუბრის უნარები ინგლისურ ენაში.
დასწრება შეუძლიათ SEU-ს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
შეხვედრაზე სტუდენტები ისაუბრებენ თავიანთი ინტერესების, ჰობის, პროფესიისა და სამომავლო კარიერული გეგმების შესახებ.
შეხვედრა ჩატარდება 15 ნოემბერს, 18:30 საათზე, ახალი კამპუსის N 2-02 აუდიტორიაში.