სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პუბლიკაციის "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაცია

05 მაისი
16:00

5 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს პუბლიკაციის: "გზამკვლევი აკადემიურ წერაში" პრეზენტაციას.

ღონისძიებაზე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სასარგებლო რჩევები სამაგისტრო ნაშრომის შედგენის მეთოდოლოგიასა და აკადემიური წერის სტანდარტებზე.

ნაშრომი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტის ფარგლებში. ასოცირებული პროფესორის - ინა შანავას მიერ  კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა აკადემიურ წერასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები.

SEU-ს სტუდენტები საჩუქრად გზამკვლევის ბეჭდურ ვერსიას მიიღებენ.

დრო: 16:00 საათი.

ღონისძიება ჩატარდება SEU-ს ახალ კამპუსში.

დარეგისტრირდი

 

Message body empty