SEU-სა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ტარდება პირველი ონლაინ მასტერკლასი თემაზე: რას ნიშნავს იყო სტარტაპერი.
სპიკერი: დავით ჩეჩელაშვილი, სერიული ანტრეპრენერი, Xpand-ის ვიცე - პრეზიდენტი. მას 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერსიული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემები და მათი დანერგვა როგორც მარკეტინგულ ინდუსტრიებში, ისე საგანმანათლებლო სფეროებში.
დავითი დაეხმარება პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს უკეთ გაიცნონ სტარტაპ და სამეწარმეო სფერო.
ის ისაუბრებს თემებზე: რას ნიშნავს იყო სტარტაპერი, სტარტაპისა და Lifestyle ბიზნესის განსხვავება, თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდები, გუნდის მნიშვნელობა ბიზნეს იდეის განსავითარებლად.
თარიღი: 2 თებერვალი, 16:00 საათი
დარეგისტრირდი