სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - ბიზნესის სამართლის აქტუალური საკითხები

04 დეკემბერი

4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას: ბიზნესის სამართლის აქტუალური საკითხები. კონფერენციის მიზანია აკადემიური სფეროს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ, ბიზნესის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების  გაზიარება.  კონფერენციის ფარგლებში შეიქმნება ინტერდისციპლინური პლატფორმა, რომელიც საკითხით დაინტერესებულ მხარეებს გამოცდილების გაზიარებასა და მომავალი ერთობლივი კვლევების დაგეგმვაში დაეხმარება.

ღონისძიება ტარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მიერ მხარდაჭერილი ,,ბისზნეს სამართლის კვლევის“ პროექტის ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული და უცხოური უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებს, კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე დარგის სპეციალისტებს.

კონფერენციაზე წარსადგენად მიიღება როგორც დასრულებული ასევე, მიმდინარე კვლევითი ნაშრომები, რომლებიც მანამდე არცერთ სამეცნიერო ფორუმზე/ჟურნალში არაა გამოქვეყნებული.

სახელმძღვანელო ავტორებისთვის

კონფერენციაზე წარსადგენად მიღებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის ნაშრომების ელექტრონულ კრებულში და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ. 

სააპლიკაციო ფორმა

კონფერენციაზე მიიღება თემატიკა ბიზნესის სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა:

  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • ტურიზმი
  • ეკოლოგია
  • საჯარო მმართველობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები

აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა - 15 ნოემბერი

* ნაშრომის ატვირთვის ვადა - 27 ნოემბერი

შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების შესახებ - 30 ნოემბერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • გოგა კიკილაშვილი
  • ელ. ფოსტა: [email protected]
Message body empty