სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU უფროსკლასელთათვის გამართული კონკურსის მასპინძელი და მთავარი სპონსორია

12 ოქტომბერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებულ უფროსკლასელთათვის გამართული კონკურსის მასპინძელი და მთავარი სპონსორია

კონკურსში, რომელსაც ჰქვია "ვწერ თავისუფალ თემას", მონაწილეობის მიღება შეუძლიათ განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებულ უფროსკლასელებს (მეათე-მეთორმეტე კლასები), მთელი საქართველოს მასშტაბით.

კონკურსის იდეის ავტორი, საორგანიზაციო საბჭოს ხელმძღვანელი და ჟიურის თავმჯდომარეა ფილოლოგიის დოქტორი, განათლების სპეციალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი - გია მურღულია. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან ცნობილი მასწავლებლები, მწერლები, პუბლიცისტები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები. კონკურსი ტარდება 2 ტურად. პირველ ტურში მონაწილეთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო მოსწავლეები გადადიან მეორე ტურში. მეორე, საფინალო ტური და დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება SEU-ში.


კონკურსს ეყოლება 10 გამარჯვებული, რომელთაგან განისაზღვრება:

  • სამი „საუკეთესო“ მონაწილე: I ადგილი, II ადგილი, III ადგილი.
  • პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლ მონაწილეს SEU-გან გადაეცემა ლეპტოპი Lenovo V15, 15,6“ და ასევე, SEU-ში სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ვაუჩერი, ხოლო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიიღებს 700 ლარს.
  • მეორე ადგილის მფლობელი მონაწილე SEU-გან მიიღებს 500 ლარს, ასევე, მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გადაეცემა 400 ლარი.
  • მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს SEU-გან გადაეცემა 200 ლარი, ასევე, მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიიღებს 200 ლარს.
  • სამი „გამორჩეული“ მონაწილე (IV-VI ადგილი) და ოთხი „წარჩინებული“ მონაწილე (VII-X ადგილი), რომელთაც გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და საჩუქრები.

კონკურსის ათივე გამარჯვებულის სკოლას გადაეცემა სპეციალური დიპლომი.

წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილე სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

Message body empty