28 მაისს, EXPOGEORGIA - ს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, SEU ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: "პროფესია იურისტი".
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება იურისტის პროფესია, იურისტის ზოგადი, პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები. მსენელები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ რა მიმართულებებს მოიცავს იურისტის პროფესია და სად შეძლებენ დასაქმებას. პრაქტიკოსი იურისტები ისაუბრებენ: მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის როლზე.
სპიკერები:
თეა ჯუღელი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ანა ჩოგოვაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, SEU-ს მოწვეული ლექტორი;
ლევან მახარაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია DLG&Case-ის იურისტი;
თამთა მარგველაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, იურიდიული კომპანია Nodia, Urumashvili & Partners-ის იურისტი.
დრო: 17:30 სთ
ასევე, გაიმართება SEU-ს სამართლის პროგრამის ღია კარის დღე.