სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა ჰორიზონტი ევროპას პროგრამის შესახებ

17 აპრილი

17 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჰორიზონტი ევროპას პროგრამის შესახებ, რომელსაც ჩაატარებს ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისი. 

ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა.

აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა. პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰორიზონტი ევროპას შემდეგ მიმართულებებს:  

  • მონაწილეობის გაფართოება და კვლევის ევროპული სივრცის გაძლიერება; 
  • ევროპული კვლევების საბჭო (ERC);
  • დაფინანსება და ინვესტიციები ინდივიდუალური სტარტაპებისა და მცირე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინოვაციების განსავითარებლად;  
  • მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA).

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რისთვისაც, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 15 აპრილამდე.

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორია 1-02

დრო: 14:00 საათი.

დარეგისტრირდი

Message body empty