სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს დასაქმების ფორუმი 2024

16 აპრილი

16 აპრილს, 13:00-16:00 საათამდე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, გაიმართება „SEU-ს დასაქმების ფორუმი 2024“. 

ფორუმის მიზანია დამსაქმებლებისა და SEU-ს სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაკავშირება, კარიერის განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 

დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო წამყავნი კომპანია. მათ შორის: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, შემოსავლების სამსახური, ევექსი, კრედო ბანკი, ბაზის ბანკი, თიბისი დაზღვევა, Sheraton Grand Tbilisi Metechi palace, Hilton Garden Inn, Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Discover Georgia/აღმოაჩინე საქართველო, იუსტიციის სახლი, აღსრულების ეროვნული ბიურო, იურიდიული დახმარების სამსახური, თეგეტა მოტორსი,  და სხვა. 

ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ:

  • შეხვდეთ და გაესაუბროთ წამყვანი კომპანიის HR-ებს;
  • გაეცნოთ კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობებს და დასაქმდეთ;
  • უშუალოდ დამსაქმებლისგან მიიღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობების და კარიერული განვითარების შესახებ;
  • ერთ სივრცეში გაეცნოთ ვაკანსიებს/სტაჟირებებს სხვადასხვა მიმართულებით;
  • ადგილზე შეავსოთ სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოთავაზებული სააპლიკაციო ფორმა.

რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით.

დარეგისტრირდი

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ფორუმთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდით კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

[email protected]

 +995 (32) 2 90 00 00 /27

გელოდებით დასაქმების ფორუმზე და გისურვებთ წარმატებებს!

 ღონისძიების დეტალების შეხსენების მიზნით SMS გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

Message body empty