საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ტომას ბატას უნივერსიტეტში(ჩეხეთის რესპუბლიკა, ზლინი), 2024-2025 აკადემიური წლის, შემოდგომის სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.
Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას, დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების მეორე და მესამე კურსის, ასევე ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 15.04.2024
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]