სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU იწვევს კომპანიებს დასაქმების ფორუმზე

16 აპრილი

16 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2024“. 

დასაქმების ფორუმის მიზანია დამსაქმებლებისა და SEU-ს სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაკავშირება, კარიერის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

SEU-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური კერძო და საჯარო სექტორს გიწვევთ დასაქმების ფორუმზე.

ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ:

  • შეხვდეთ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სხვადასხვა პროგრამის მიმართულებით;
  • მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის განვითარების ეტაპების, მიმდინარე პროცესების და საქმიანობის შესახებ;
  • გაუზიაროთ სტაჟირებების/ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია და პირადად გაესაუბროთ დასაქმების მსურველებს.

უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და კარიერული განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თქვენს ჩართულობას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში. 

თუ გსურთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 7 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბმული

SEU-ს დასაქმების ფორუმში, ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროს წამყვანი კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

გამართული დასაქმების ფორუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

დასაქმების ფორუმი 2023დასაქმების ფორუმი 2022 

დასაქმების ფორუმი გაშუქდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.

საორგანიზაციო საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის შემდეგ. 

მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. #17 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ).

SEU არის ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში. SEU-ში ფუნქციონირებს 4 ფაკულტეტი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სოციალურ მეცნიერებათა, იურიდიული და მედიცინა) და 23 საგანმანათლებლო პროგრამა. რომელთა შორის ოთხი ახალი პროგრამაა: ინფორმაციული ტექნოლოგიების, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო და მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო, ასევე სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა. 

დეტალური ინფორმაცია SEU-ს ფაკულტეტების შესახებ იხილეთ ბმულზე:

ფაკულტეტები

Message body empty