სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“

28 მარტი

28 მარტს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლის მასწავლებლებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“.

ტრენინგს ჩაატარებს - ირინა აბულაძე SEU-ს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის დირექტორის მოადგილე, კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრი.

მას აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება განათლების სისტემის პოლიტიკისა და მართვის მიმართულებით. სხვადასხვა დროს ეკავა წამყვანი თანამდებობები საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საგრანტო პროგრამა).

ასევე იყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და მინისტრის მოადგილე. მას აქვს სწავლების 10 წელზე მეტი გამოცდილება საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში.

ტრენინგზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიც არის:

  • საგანმანათლებლო ლიდერობის კონცეფცია და თეორიული ჩარჩო;
  • თანამშრომლობა სკოლის განვითარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციასთან, შესაძლებლობები და გამოწვევები; 
  • საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული პოლიტიკის დანერგვაში.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

ტრენინგი ტარდება განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით. 

ღონისძიების დეტალების შეხსენების მიზნით SMS გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

რეგისტრაცია დასრულებულია.

Message body empty