სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა თემაზე „განათლების ადმინისტრირების სტუდენტობა და კარიერული გზა“

21 დეკემბერი

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ში განათლების ადმინისტრირების პროგრამის ინიციატივითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა თემაზე „განათლების ადმინისტრირების სტუდენტობა და კარიერული გზა“. 

შეხვედრისას განიხილება  შემდეგი საკითხები:

  • SEU-ს სტუდენტური წლების გამოცდილება;
  • განათლების სფეროში მნიშვნელოვან საკითხები: პედაგოგიკა, ეთიკა და ინოვაციური სწავლებაა;
  • კარიერული განვითარების გზა განათლებაში.


შეხვედრის მომხსენებელი:
მარიამ ლაზარაშვილი, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

მარიამ ლაზარაშვილმა სწავლის პერიოდში მოიპოვა გრანტი და SEU-ს მხარდაჭერით გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც საინტერესო რეკრუტირებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, მიიღო სკოლაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

მარიამი ხელმძღვანელობდა ინტერნაციონალური მარიფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, ამავე პერიოდში განახორციელა საერთაშორისო პროექტი ხორვატიაში. ამჟამად იგი თანაშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, მოწვეული ლექტორის პოზიციაზე.

შეხვედრა წარიმართება ინტერაქციის რეჟიმში, დაინტერესებულ პირებს  ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, 20 დეკემბრის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: 

დარეგისტრირდი

Message body empty