19 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობის განვითარებას, სტუდენტთა ჩართვას საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
სულ მონაწილეობდა 10 გუნდი, გამოვლინდა 2 გამარჯვებული, პირველი და მეორე ადგილის მფლობელებს გადაეცათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.
ინტელექტუალური თამაში ჩატარდა SEU-ს ბიზნესის კლუბის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.