4 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივით ჩატარდება შეხვედრა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სურს სწავლის გაგრძელება მენეჯმენტის პროგრამაზე.
სპიკერი: თენგიზ თაქთაქიშვილი - ასოცირებული პროფესორი, SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში, აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ორსაათიანი მასტერ-კლასი მენეჯმენტის თანამედროვე საკითხების შესახებ, აგრეთვე გაიმართემა როლური თამაში გუნდებს შორის და მონაწილეები იმუშავებენ ესეზე.
გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცემათ, ხოლო დანარჩენი მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
ესეს თემა: ,,ჩემი თვალით დანახული მენეჯერი".
დრო: 16:00 საათი.
დარეგისტრირდი