13 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს საჯარო ლექციას: „კონფლიქტების მართვა ორგანიზაციაში“.
სპიკერი: ანნა კარდანახიშვილი
საჯარო ლექცია SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება. ტრენინგის მიზანი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა კარიერული მართვის კომპეტენციის ამაღლებაა.
დრო: 13:00 საათი
საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე.
ლექცია გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.