21 მაისს, 15:00 საათზე SEU-ს ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის და სტუდენტებისთვის ჩატარდება ვორკშოპი - "ბიზნეს იდეიდან, გაყიდვებამდე".
ვორკშოპი მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამით.
მონაწილეები მენტორების რეკომენდაციებით იმუშავებენ ბიზნეს იდეაზე, მის შეფუთვასა და გაყიდვაზე.
ვორკშოპი მოიცავს:
- წარმატებული ბიზნეს ქეისის განხილვას;
- მარკეტინგული სტრატეგიის გაცნობას;
- იდეაზე მუშაობას;
- პრეზენტაციას.
სპიკერები:
- რუსუდან ბერიაშვილი - SEU-ს ასოცირებული პროფესორი. ბიზნესის ადმინისტრირების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი.
- ლევან დუნდუა SEU-ს ფინანსების პროგრამის ასოცირებული პროფესორი.
- შეხვედრა გაიმართება SEU-ს კამპუსში, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით.
- მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
სარეგისტრაციო ფორმა