მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს ორგანიზებით, უნივერსიტეტის ყველა აკადემიური საფეხურის სტუდენტისათვის და აკადემიური პერსონალისთვთის ონლაინ შეხვედრას გამართავენ DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები.
მომხსენებელი: გებჰარდ როილი - DAAD-ს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე განხილული იქნება DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოკლევადიანი კურსები:
გერმანული ენის საზაფხულო კურსი გერმანიის უნივერსიტეტებში;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01.12.2020
სტუდენტური ჯგუფის ვიზიტი გერმანიაში;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
სამაგისტრო სტიპენდიები:
სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის (ERP);
კვლევითი სტიპენდიები:
მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია (1-6 თვე);
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.06.2021)
ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.10.2021)
სადოქტორო ხარისხის მოპოვება გერმანიაში (3-4 წელი);
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.10.2021)
კვლევითი გრანტი - bi-ნაციონალური კვლევა ორმხრივი ხელმძღვანელობით;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.10.2021)
კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის (1-3 თვე);
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.06.2021);
კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის
არქიტექტურის სფეროდან (1-3 თვე);
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.06.2021);
განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის (1-3 თვე);
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 16.11.2020 (სტიპენდია 1.06.2021);
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია
შეხვედრა გაიმართება zoom - ის პლატფორმით: https://seu.zoom.us/j/3654297499