ონლაინ ღია კარის დღე - სამაგისტრო პროგრამების კვლევითი კომპონენტის შესახებ
20 სექტემბერი, 2021
17 სექტემბერს, სეუ-მ უმასპინძლა ონლაინ ღია კარის დღეს - სამაგისტრო პროგრამების კვლევითი კომპონენტის შესახებ.
ღია კარის დღეზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- რას სთავაზობს SEU სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს კვლევის მიმართულებით;
- რა უპირატესობები აქვს მაგისტრატურის საფეხურს სეუ-ში;
- ვინ არიან ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები;
- რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევითი კომპონენტი სამაგისტრო საფეხურზე;
- სეუ-ს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მიზანი.
სპიკერები:
- SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი და ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი სამხარაძე.
- სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - ანა ცირეკიძე.