23 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის, სახელწოდებით "Fake News-ის გავლენა თანამედროვე სამყაროზე".
ვორკშოპის სპიკერი გახლდათ რუსუდან მაჩაიძე - SEU-ს ასოცირებული პროფესორი.
სპიკერმა ისაუბრა FAKE ნიუსებისა და დეზინფორმაციის პრობლემაზე, აგრეთვე აბიტურიენტები გაეცნენ ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, მედიაინდუსტრიაში საქმიანობის თავისებურებებს და ა.შ.