მემორანდუმის ფარგლებში, SEU-ში, ახალ ლოკაციაზე გაიხსნა პრაქტიკული სამართლის კლინიკა, სადაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებრივი ადვოკატების ზედამხედველობის ქვეშ, უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ მოქალაქეებს და დაეხმარებიან მათ სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში.
ამავდროულად, სეუ-ს სტუდენტები ჩართული იქნებიან იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო და მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში.