14 აპრილს, SEU-მ უმასპინძლა ცოდნის კაფეს ასაშენებელი კამპანიის ფარგლებში გამართული პროგრამის - "ბუთქემფი" დაჯილდოებას.
დაჯილდოვდა 20 ფინალისტი გუნდი, რომლებმაც 17 დღის განმავლობაში პროგრამა "ბუთქემფის" მანძილზე შექმნილი მცირე სტარტაპ იდეებითა და ქრაუთფანდინგის კამპანიებით ცოდნის კაფეს ასაშენებლად - 35867 ლარი მოაგროვეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა SEU-ს ვიცე-რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით - ბატონმა გოდერძი ბუჩაშვილმა. მან ახალგაზრდებს მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ცოდნის კაფეს მშენებლობა დაგეგმილია 2021 წლის ზაფხულში, SEU წარმატებას გისურვებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებაში