14 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ანა ფირცხალაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანალმა, ასოც. პროფესორმა ირაკლი სამხარაძემ ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დანიშნულებაზე, საერთაშორისო და ეროვნულ სასწავლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა ფორმატით; სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე. აგრეთვე, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ცენტრის სტრუქტურა.
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი შეიქნა SEU-ს სამეცნიერო ბაზაზე და მისი მიზნებია:
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი მომავალში აქტიურად იმუშავებს ფინანსური წყაროების მოძიებაზე როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციურ კვლევით ცენტრებთან, ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანოებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით- გოდერძი ბუჩაშვილი, ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით - გიორგი ღავთაძე, პროგრამის ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.