საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
დაიგეგმება ერთობლივი კვლევები და ხელი შეეწყობა პროფესიული რესურსის შექმნა-გავრცელებას.
პარტნიორობის ფარგლებში, გამოვლინდება „წლის საუკეთესო დირექტორი“ და დაიგეგმება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაზე მიმართული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ „წლის საუკეთესო დირექტორის“ კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით 2020 წელს დაარსდა.