ჩატარდა კონფერენცია - “სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით”
07 აპრილი, 2021
6 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: “სეუ-ს მოდერნიზაცია - კონტროლიდან განვითარებაზე გადასვლით”.
შეხვედრა გახსნა ხარისხის განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა - კატია ზიბერტ კამსეკმა, რომელმაც ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პარადიგმის ცვლილებაზე უმაღლეს განათლებაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - ლიანა აფაქიძე (ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი)
- უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - სანდრო გიუნაშვილი (საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
- სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - წარმატებული პრაქტიკა - პაატა შურღაია (ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი)
- უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - ნინო გვინდაძე (პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი)
- უნივერსიტეტში განხორციელებული ცვლილებების წარმატებული პრაქტიკა - ნატა მოსიაშვილი (შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი)
- უკუკავშირის განახლებული პროცედურების გაცნობა - თამარ რაზმაძე (ანალიზის სამსახურის უფროსი)
- სასწავლო პროგრამის თვითშეფასება - წარმატებული პრაქტიკა - თინათინ ზაქარაშვილი (ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი)
შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დაინტერესებულმა მხარეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს სპიკერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე.