5 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საერთაშორისო პროექტის - ბიზნეს ჰაკათონის ფარგლებში, სადაც მენტორებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჰაკათონში მონაწილე სტუდენტებს.
ჰაკათონი საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით ჩატარდება 11 აპრილს, ზუმის პლატფორმის საშუალებით.
ონლაინ ჰაკათონის მიზანია SEU-ს სტუდენტებმა სხვა სტუდენტებთან ერთად ჯგუფური მუშაობის პრინციპით მოახდინონ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება, გამოიმუშაონ კრეატიული აზროვნება და მიიღონ იდეის ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბების გამოცდილება.
შეგახსენებთ, რომ პროექტი British Council-ის ფინანსური მხარდაჭერით და ბრიტანული კომპანია Advantage Creative-ის ტექნიკური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.