25 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ კვირეულის "თანამედროვე მედია" ფარგლებში უმასპინძლა მესამე ლექციას სახელწოდებით „თანამედროვე ტელევიზია და ტელეწამყვანის უნარები”.
ვებინარს უძღვებოდა ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
სპიკერმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ისაუბრა ტელევიზიასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში საკუთარ გამოცდილებაზე, ჟურნალისტის, როგორც საზოგადო მოღვაწის მთავარ დანიშნულებაზე, პროფესიულ სირთულეებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლობის შექმნისა და ფუნქციონირების თავისებურებებზე და ა.შ.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები მიიღეს ინფორმაცია და რჩევები სპიკერისაგან.