24 მარტს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ონლაინ კვირეულის "თანამედროვე მედია" ფარგლებში უმასპინძლა მეორე ლექციას სახელწოდებით “რადიო - პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკა”.
ვებინარს უძღვებოდა გიგა ბატკუაშვილი - რადიო "ფორტუნა პლუსის" წამყვანი.
სპიკერმა გიგა ბატკუაშვილმა ისაუბრა რადიო წამყვანის პროფესიაზე, პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკაზე, საკუთარ გამოცდილებაზე, რადიო წამყვანის, როგორც მიმართულების განვითარების შესაძლებლობაზე და ა.შ.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, აბიტურიენტებმა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ვებინარის მოდერატორი გახლდათ ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი თინათინ ზაქარაშვილი.