16 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის.
აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმასპინძლეს: თენგიზ თაქთაქიშვილმა - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ნატალია ნოღაიდელმა - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მოწვეულმა ლექტორმა და დავით ჩახვაშვილმა - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პროფესორმა.
შეხვედრა წარიმართა Zoom პლატფორმისა და SEU-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ლაივის მეშვეობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
აბიტურიენტებმა და სტუდენტემბა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის, ფინანსური შეღავათების და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ.