SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სამართლის ზაფხულის სკოლაში, რომელიც ჩატარდება ონლაინ 5-დან 10 ივლისის ჩათვლით.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ, ბოკონის უნივერსიტეტის პროფესორების ინტერაქტიულ ლექციებს და ვებინარებს, მიიღონ ბოკონის უნივერსიტეტის სერტიფიკატი, 3 თავისუფალი კრედიტი (ECTS) და გაიღრმავონ ცოდნა ისეთი მიმართულებით როგორიცაა:
საერთაშორისო ბიზნესის და ციფრული სამართლი, ელექტრონული კომერციის (e-commerce) არბიტრაჟი და მედიაცია, ონლაინ გადახდები და ტრანზაქციები, ელექტრონული კომერცია და საქონლის საერთაშორისო გაყიდვების სამართალი; ინოვაციური სამართალი და სხვა.
აპლიკაციების მიღება ხდება 29 აპრილის ჩათვლით შემდეგ ბმულზე.
მონაწილეობის საფასური შეადგენს 850 ევროს, ხოლო SEU-ს სტუდენტებისთვის 680 ევროს, რადგან მოქმედებს განსაკუთრებული ფასდაკლება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected].