12 მარტს SEU-ში სახელმძღვანელოების "ტურიზმის საფუძვლები" და "სასტუმროს მენეჯმენტი" პრეზენტაცია გაიმართა
12 მარტს, SEU-ში პროფესორების კობა არაბულისა და ლარისა დოლიკაშვილის სახელმძღვანელოების "ტურიზმის საფუძვლები" და "სასტუმროს მენეჯმენტი" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ წიგნის ავტორები, რეცენზენტები, რედაქტორი და მოწვეული სტუმრები.
საგრანტო ნომინაციის საპროექტო წინადადება “სასტუმროს მენეჯმენტი” - სახელმძღვანელოს გამოცემა“ - გამარჯვებული პროექტი.
(პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი პროფესორი ლარისა დოლიკაშვილი)
სახელმძღვანელოში - სასტუმროს მენეჯმენტი ნაწ. II - სასტუმროს ოთახების მართვის დეპარტამენტი (Rooms Division Management) განხილულია:
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის, სასტუმროს მენეჯმენტით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.
კონსულტანტი დავით ჭავჭანიძე - სასტუმრო „შერატონ ნურ-სულთანის“ ოთახების მართვის დეპარტამენტის დირექტორი (ყაზახეთი).
პროექტში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კურსდამთავრებულები:
ანა ალფაიძე, ანა სოიანი და კობა კობაიძე.
რედაქტორები: ლარისა ყორღანაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
თამარ თამარაშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.
რეცენზენტები: მ.ვასაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი.
ნ. ანდღულაძე - სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ - საზოგადოებრივი სივრცის მენეჯერი.
ნ. ბარბაქაძე - “შერატონ ბათუმის” ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტ-მენეჯერი.
პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი პროფესორი კობა არაბული, თანაავტორი - პროფესორი ლარისა დოლიკაშვილი.
რედაქტორი : პროფესორი ნ. კვარაცხელია.
რეცენზენტი : პროფესორი მ. ღვინჯილია.
სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ელექტრონულად:
https://bit.ly/3eOMyNG
https://bit.ly/2Nqw9n7
https://bit.ly/38Lrjbp