სეუ-ს ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ სამ დღიან ტრეინინგს: “საგრანტო პროექტების მომზადების პრაქტიკული უნარები”
ტრენინგი მიზნად ისახავს საგრანტო განაცხადის წერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ საგრანტო განაცხადის მომზადება, საპროექტო განაცხადის სტრუქტურა, წერის სტილი, გამართული ბიუჯეტის შედგენა და პროექტისათვის აუცილებელი სხვა კომპონენტები, კვლევის ეთიკური ასპექტები, პროცედურები, პროექტის თანმხლები დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.
ტრენინგის თითოეული სესია (დღე) გაგრძელდება 4 (ოთხი) საათის განმავლობაში და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ამ კურსის დასრულების შედეგად, მონაწილეები უკეთესად შეძლებენ წარმატებული სამეცნიერო კვლევითი საპროექტო განაცხადის შედგენას და წარდგენას დაფინანსების მოსაპოვებლად.
ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინე სახალაშვილი.
ირინე სახელაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. ფლობს სს სიცოცხლის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ნეირომეცნიერება) (Summa cum Laude). სადოქტორო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში (იტალია). მას აქვს როგორც პრაქტიკოსი ექიმი-ნევროლოგის, ასევე, აკადემიური საქმიანობისა და ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენერობის საერთაშორისო კურსები როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. არის საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების თანაავტორი. თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან პროექტების დაგეგმვის, მენეჯმენტისა და კოორდინაციის მიმართულებით
ტრენინგი ჩატარდება 14,15,20 აპრილს.
ღირებულება: 290ლ
SEU-ს პერსონალისთვის მონაწილეობა უფასოა
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები
სალექციო საათები: 14:00- 18:00
საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://bit.ly/2OTFBzQ