ვაკანსია საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე
11 მარტი, 2021
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო სტუდენტთა დარეგისტრირება სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) : სტუდენტთა მონაცემების რეგისტრაცია, სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.
- სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება (საჭირო დოკუმენტების სრულყოფა);
- დაინტერესებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
- უნივერსიტეტში გარე მობილობით გადმოსვლის მსურველ საერთაშორისო სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაცია და თანდართული დოკუმენტების მიღება; სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული სასწავლო ბარათის პროგრამის ხელმძღვანელის მიერ შედარება/აღიარების შემდეგ, სწავლების ელექტრონულ სისტემაში (www.emis.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა, უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა, სტუდენტის დაინტერესების შემთხვევაში სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
- სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა პროგრამასთან თავსებადობისა და ასაღიარებელი კრედიტების ოდენობასთნ დაკავშირებით;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტების კონსულტირება, მათი მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში და მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება - ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება);
- კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
- ენები - ინგლისური ენა - B2;
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები;
- CV - ების გადარჩევის ეტაპი;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 15 მარტამდე გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: hr@seu.edu.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.