1 მარტს, SEU-მ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, უმასპინძლა ორჰან დემიროვსკის საჯარო ლექციას თემაზე "ინოვაციები ბიზნესში“.
ორჰან დემიროვსკიმ SEU-ს ბიზნესის და მენეჯმენტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე "ინოვაციები ბიზნესში", სადაც საუბარი იყო ამ სფეროში ახალი ტენდენციების და მიმდინარეობების ჩამოყალიბების შესახებ, როგორიცაა კლიენტზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგი (customer-centered digital marketing) სხვადასხა კომპანიების ჭრილში, მაგალითად: Tesla და Airbnb.
ორჰანმა ასევე, ისაუბრა მის გამოცდილებაზე სტუდენტებში მეწარმეობის უნარების განვითარების შესახებ, ის გახლავთ ლონდონის ქოვენთრის უნივერსიტეტის ბიზნეს აქსელერატორის ხელმძღვანელი და წელიწდში დაახლოებით 1000-მდე სტუდენტს ეხმარება ბიზნეს იდეების პროექტად ჩამოყალიბებაში.
ის, აგრეთვე, არის SEU-ს მოწვეული ლექტორი და SEU-ში ბიზნეს გეგმის განვითარების (Business Plan Development) და Performance Management-ის სალექციო კურსებს კითხულობს.