კონფერენცია - „SEU -ს სრული პოტენციალის რეალიზება მოდერნიზების პროცესში“
05 მარტი, 2021
2021 წლის 4 მარტს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზება მოდერნიზების პროცესში“.
კონფერენციაზე შემაჯამებელი მოხსენებებით გამოვიდნენ და ერთმანეთს სამომავლო გეგმები გაუზიარეს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა.
დღის წესრიგი:
- SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზებამოდერნიზების პროცესში - სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია - დავით ყიფიანი (სტრატეგიული განვითარების მენეჯერი)
- ადმინისტრაციული მიმართულებით ძირითადი ცვლილებებისა და პრიორიტეტების წარდგენა - გოდერძი ბუჩაშვილი (ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით)
- აკადემიური მიმართულებით ძირითადი ცვლილებებისა და პრიორიტეტების წარდგენა - გიორგი ღავთაძე (ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით)
- სამეცნიერო – კვლევითი მიმართულებით ძირითადი ცვლილებებისა და პრიორიტეტების წარდგენა - ანა ფირცხალაშვილი (ვიცე-რექტორი კვლევისა და განვითარების მიმართულებით)
- ფინანსებისა და რესურსების მიმართულებით ძირითადი ცვლილებებისა და პრიორიტეტების წარდგენა - ლევან კალანდარიშვილი (ვიცე-რექტორი ფინანსებისა და რესურსების მიმართულებით)
- ხარისხის დეპარტამენტში ძირითადი ცვლილებებისა და პრიორიტეტების წარდგენა - ნონა ზუმბაძე (ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
- SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზება სტუდენტების ჩართულობით - დავით ჩიტაძე (სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენელი)
- SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზება აკადემიური/მოწვეული პერსონალის ჩართულობით - თენგიზ თაქთაქიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
- SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზება ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით - ქეთევან არველაძე (საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი)
- SEU-ს სრული პოტენციალის რეალიზება გარე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით - ნინო კეკელიძე (ტურისტული კომპანია ,,აღმოაჩინე საქართველო-ს“ გენერალური დირექტორი)