სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით ჩაირიცხნენ სეუ-ში, ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში 2021 წლის 1 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით (გარდა 3 მარტისა) , 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და ფოტო ¾ ზე CD დისკით, სტუდენტური ბარათის დასამზადებლად.
უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელია სტუდენტმა თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია).