სტუდენტებმა, რომლებმაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ში მოიპოვეს მობილობის უფლება, უნივერსიტეტს უნდა მომართონ განცხადებით (განცხადების ფორმა ივსება ადგილზე) მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ მომზადებულ დასკვნას და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე.
სტუდენტი ვალდებულია, უნივერსიტეტში მოსვლისას იქონიოს პირბადე და დაიცვას უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.