SEU - ს 2020 წლის მიღწევები
30 დეკემბერი, 2020
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა.
- წელს სეუს შემოუერთდა 2597 სტუდენტი.
- საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სა და Memorial Hospitals Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სეუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამით ეწვიონ Memorial Hospitals Group-ის კლინიკებს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. Memorial Hospitals Group-ის კომპლექსი თურქეთში მოიცავს 11 ჰოსპიტალს, რომელთა შორის უდიდესია Memorial Bahçelievler Hospital, 72,000 კვადრატული მეტრი ფართობის ჰოსპიტალი, რომელიც განლაგებულია სტამბოლში, გათვლილია 340 საწოლზე და აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიით.
- რეაკრედიტაციები - ტურიზმისა და ფსიქოლოგიის, მენეჯმენტისა და ფინანსების საბაკალავრო პროგრამებმა წარმატებით გაიარა რეაკრედიტაცია. პროგრამებს მიენიჭათ 7 წლიანი რეაკრედიტაცია.
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის "ELFA" წევრი გახდა!
- პირველად საქართველოში “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუს” ორგანიზებით, Uczelnia Łazarskiego პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა პირველი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,თანამედროვე გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში COVID-19-ის კრიზისისა და გამოწვევის ფონზე".
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ გახდა საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) წევრი.
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ გახდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი Association for Medical Education in Europe (AMEE)
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრი გახდა (The Association of Medical schools in Europe AMSE)
- SEU-სა და ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება მოხდა.
- საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ NATO & EU Info Center და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- შვეიცარიის, "სანტ-გალენის უნივერსიტეტთან" პარტნიორობით, ამა წლის ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი იწყებს „ადამიანის უფლებების, სოციალური გამოწვევების და სოციალური მუშაობის“ სწავლებისა და კვლევით პროექტს.
- 14 ოქტომბერს, SEU-სა და Institutional and Capacity Development Center არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს - ICDC–ის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
- 29 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
- საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU - მ ბრიტანეთის საბჭოს გრანტი მოიპოვა.
- 2020 წელს დასრულდა თარგმანი წიგნისა „Foundations of Business 6th Edition”, William M. Pride, Robert J. Hughes, Jack R. Kapoor, 2018, რომელიც აშშ-ს საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტისა და სეუ-ს ერთობლივი მონაწილეობით დაფინანსდა.
- დასრულდა 3 კვლევითი პროექტი: “COVID-19: გამოწვევები. გლობალური და ევროპული ახალი სოციალური წესრიგი“, „მოდერნული სახელმწიფო, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები“ და (ნოდარ სარჯველაძე).
- საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად, SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო კონფერენციები.
- წლის განმავლობაში, SEU-ს ორგანიზებით 300მდე ონლაინ ვებინარი და საჯარო ლექცია ჩატარდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოწვეული სპიკერების მიერ.
- შეიქმნა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი
- შეიქმნა Business Lab & IT HUB - ი, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პრაქტიკები და განივითარონ სამეწარმეო უნარები.
SEU და პანდემია:
- 1 მარტის მდგომარეობით, ყველა სტუდენტს გაუნულდა წინა წლების სწავლის დავალიანება და ასევე, ყველა სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის 50 დღით გადავადების. ამ შეღავათით 8000 სტუდენტმა ისარგებლა;
- SEU-მ ყველა სტუდენტისა ლექტორის უზრუნველყოფა მოახდინა ZOOM FOR EDUCAITON-ის ლიცენცირებული, ულიმიტო პრემიუმ პაკეტით, რათა თავიდან აერიდებინა ტექნიკური ხარვეზები დისტანციური სწავლებისას; იმართებოდა უწყვეტად ონლაინ შეხვედრები და თათბირები პროგრამის დანერგვისათვის, მარტივად ადაპტაციისთვის მუდმივად ხდებოდა კონსულტაციები და ნებისმიერი პრობლემური საკითხის მყისიერი აღმოფხვრა.
- დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს არ ქონდათ კომპიუტერები და ინტერნეტთან წვდომის საშუალება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მასშტაბით, SEU-მ მათ შეუძინა ინტერნეტ პაკეტები და გადასცა კომპიუტერული ტექნიკა, რომ შეფერხების გარეშე დასწრებოდნენ/ჩაეტარებინათ ლექცია-სემინარები; მათი რაოდენობა ჯამში 200-ზე მეტი იყო;
- განახლდა უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზები, SEU-ს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი სრულიად გაციფრულდა, რათა სტუდენტებს არ შექმნოდათ პრობლემა საბაკალავრო და სამაგისტრო თემების მომზადებაში.
- შეიქმნა მოქნილი დისტანციური გრაფიკი - სტუდენტი ირჩევდა სასურველ საგანს და ცხრილის მიხედვით ესწრებოდა დისტანციურ ლექციასა და სემინარს;
- ლექცია-სემინარები იწერებოდა და იტვირთებოდა უნივერსიტეტის სერვერზე, სადაც სტუდენტს აქვს წვდომა და საშუალება, მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეუძლია გაეცნოს ახალ მასალას;
- კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და დარგის ლიდერების ჩართულობით გაიმართა და კიდევ დაგეგმილია არაერთი ონლაინ ტრენინგი თუ ვებინარი კარიერული ზრდის ხელშეწყობისთვის;
- SEU-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, გაიმართა არაერთი ონლაინ პანელ-დისკუსია ისეთი მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: “COVID-19ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში“ და “COVID-19ის მართვა და მონიტორინგი“;
- SEU ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც უკვე 2 წელიწადია შუალედურ და ფინალურ გამოცდებს ელექტრონულად ატარებს - სტუდენტს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეუძლია ჩააბაროს გამოცდა. ამ პრაქტიკამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი, იმას, რომ ჩვენი სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები მარტივად ადაპტირდნენ ახლებურ სასწავლო პროცესთან.
- SEU-ში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. იმავე პროცენტობით 50% -ს დაუფინანსებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ანუ ჯამში დაფინანსდება%-იანი სასწავლო გრანტის ოდენობით.