სტაჟირება სეუ-ს ხარისხის სამსახურში
22 მაისი, 2017
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.
- სტაჟირების პროცესში სტუდენტები:
✔ ჩაერთვებიან სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში;
✔ მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროგრამების შეფასებისა და განვითარების პროცესში;
✔ იმუშავებენ სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებაში;
✔ გაეცნობიან უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისა და უნივერსიტეტის განვითარების
სპეციფიკას.
- სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
- სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების შედეგად.
- დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2017 წლის 24 მაისამდე სამოტივაციო წერილი და ფოტოსურათი გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected]