საგანმანათლებლო ტური საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგ"-ში
21 აპრილი, 2017
სამართლის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით SEU-ს სტუდენტებისთვის გაიმართება გასვლითი საგანმანათლებლო ტური საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგ"-ში.
სტუდენტები ადგილზე გაეცნობიან შემოსავლების სამსახურის მიერ ობიექტებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, სერვისებსა და პროცედურებს, დაათვალიერებენ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს, მიიღეებენ ამომწურავ ინფორმაციას საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ.