სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ADEE-ს ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

11 სექტემბერი, 2024

7-10 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ჯიქიამ მონაწილეობა მიიღო ლუვენის უნივერსიტეტის "KU Leuven - Katholieke Universiteit Leuven" (ბელგია) მიერ ორგანიზებულ სტომატოლოგიური განათლების ევროპული ასოციაციის (ADEE) ყოველწლიურ შეხვედრაში. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო: ,,ხელოვნური ინტელექტი, როგორც სტომატოლოგიური განათლების მდგრადობის გამაძლიერებელი ინსტრუმენტი". ასევე, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები, გამოწვევები და მისი გავლენა სტუდენტების სწავლა-სწავლების პროცესზე, კლინიკურ პრაქტიკასა და სამეცნიერო კვლევებზე.

ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციამ შეხვედრებზე წარადგინა   მტკიცებულებებზე დაფუძნებული განახლებული პაროდონტოლოგიური განათლების კურიკულუმის ახალი გზამკვლევი. ასევე ინტეგრირების გზები ინდივიდუალურ ინსტიტუციურ სასწავლო გეგმაში.

ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა მრავალი საინტერესო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტომატოლოგიური ფაკულტეტების წარმომადგენლები და საერთაშორისო სტომატოლოგიური კომპანიები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაისახა სამომავლო თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმები საერთაშორისო კომპანიებთან თუ უნივერსიტეტებთან.

Message body empty