სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ განათლების საერთაშორისო გამოფენა EAIE-ს ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

21 სექტემბერი, 2024

17-20 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ განათლების საერთაშორისო გამოფენა EAIE-ს (European Association for International Education) ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში ჩატარდა. 

დელეგაციის წევრები: ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, გიორგი ღავთაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ურუშაძე შეხვდნენ არსებულ პარტნიორებს თანამშრომლობის გაღრმავების და ახალი პროექტების დაწყების მიზნით. ასევე, დაამყარეს ახალი კავშირები გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი საშუალებების გამოყენების თაობაზე გამართულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ურუშაძე. მან ისაუბრა Erasmus+ Ka171-ზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელსაწყოზე უნივერსიტეტებისთვის, ასევე SEU-ს ინსტიტუციურ გამოცდილებაზე. 

მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია, რადგან ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას პარტნიორებთან, ასევე ახალი შესაძლებლობების და კავშირების დამყარებას. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის პროცესისათვის.

Message body empty