პირველკურსელთა რეგისტრაცია
30 სექტემბერი, 2024
2024-2025 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 4 სექტემბრის 15:00 საათიდან და დასრულდება 13 სექტემბერს 18:00 საათზე.
ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით:
- 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი - 0 ლარი
- მედიცინისა ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის - 499 ლარი
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის და ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტებისათვის - 369 ლარი
- სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის - 349 ლარი
- ტურიზმის, ფინანსებისა და ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის - 329 ლარი
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში, მობაილ ბანკით ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით.
სწრაფი გადახდის აპარატით/მობაილ ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა მოძებნოთ განათლება>სეუ>სწავლის საფასური და პირადი ნომრით შეძლებთ გადახდას.
მეორე ეტაპი: მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.
სეუ-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ:
- პირადობის მოწმობა (ასლი) ან პასპორტი (ასლი);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტო 3x4 (CD);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ოქროს/ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში მედლის ფლობის დამადასტურებელი ცნობა;
- საინგილოში მცხოვრებმა სტუდენტებმა პასპორტის და ატესტატის ქართულად ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- დევნილის სტატუსის არსებობის შემთხვევაში - დევნილის მოწმობა (ასლი);
- არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, სტუდენტის დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;
- რეგისტრაციის გავლის დროს არასრულწლოვან პირველკურსელს თან უნდა ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე.
ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) ირჩევთ ელექტრონულ ბაზაში (abi.seu.edu.ge) მითითებული თარიღების მიხედვით, თქვენს მიერ სასურველ დროს.
სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს!
გისურვებთ წარმატებას!