სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში 

21 ივლისი, 2024

14-20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, SEU-ს სრული დაფინანსებით იმყოფებოდნენ იტალიაში, კომოს ტბაზე და მონაწილეობდნენ ინსუბრიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლასა და ევრო-აზიურ ფორუმში.

საზაფხულო სკოლის თემას წარმოადგენდა კრიტიკული საკითხები გარემოს დაცვის სამართალში შედარებით სამართლებრივი პერსპექტივით: პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და მომავალი თაობების უფლებები.

გიზიარებთ ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებებს: 

ნიკოლოზ კობახიძე - „იტალიაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე. დაგვხვდა არაჩვეულებრივ გარემო, სადაც გავიცანით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები. სალექციო პროცესში სრულად ვიყავით ჩართულნი, ახლებურად დავინახეთ თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, სრულიად ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების თვალსაზრისით. მადლობა SEU-ს ამ შესაძლებლობისათვის.“

ლიკა მარადიშვილი - „SEU-მ ბაკალავრიატის პირველივე კურსზე შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო იტალიის საზაფხულო სკოლაში, რომლის ფარგლებშიც დავესწარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და პროფესორების ლექციებს. მათ გაგვიზიარეს საკუთარი ცოდნა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება დადებითად აისახება ჩემს კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე.“

ნატა სუხაშვილი - „იტალიაში გატარებული დღეები განუმეორებელი იყო ცოდნისა და გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. ასევე, პატივი მქონდა მომესმინა ევროპის წამყვანი პროფესორებისა და სპეციალისტების ლექციებისათვის, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. “

Message body empty