სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში საზაფხულო სკოლის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები“ გახსნის ცერემონია გაიმართა

23 ივლისი, 2024

22 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საზაფხულო სკოლის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები“, გახსნის ცერემონია გაიმართა.

აღნიშნული საზაფხულო სკოლა ჟან მონეს მოდულის პროექტის „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია მონაწილეებს გააცნოს მწვანე ტრანსფორმაციის მთავარი მექანიზმები და სამართლებრივი ინსტრუმენტები. აგრეთვე, შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ საქართველოში არსებული პოლიტიკის ჩარჩოს შესაბამისობას ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პოლიტიკასთან და იმ ძირითად ღონისძიებებს, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ლექციებს კითხულობენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები:

  • დოქტ. კურტ დეკეტელერე (ლიუვენის უნივერსიტეტი)
  • დოქტ. ირაკლი სამხარაძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • თამთა მარგველაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • პროფ. დოქტ. ანა ფირცხალაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • დოქტ. მატეო ფერმელია (ამსტერდამის უნივერსიტეტი)
  • გიგა გიგაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • დოქტ.მარტინ დალი (ლაზარსკის უნივერსიტეტი)
  • დოქტ. მაკა ქარდავა (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)

საზაფხულო სკოლა  5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. 

„ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კოორდინირებით ხორციელდება და მისი მიზანია ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების ძირითადი კომპონენტების კვლევა, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. პროექტი ასევე მოიცავს მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საზოგადოებაში შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

Message body empty